რომელ დაავადებებს მართავს ენდოკრინოლოგი?

ენდოკრინოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზირებულია ჯანმრთელობის ისეთი დარღვევების დიაგნოსტირებასა და მართვაში, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონებთან, ჰორმონების მწარმოებელ ჯირკვლებთან და მათთან კავშირში მყოფ სხვა ქსოვილებთან, რაც მთლიანობაში ქმნის ენდოკრინულ სისტემას.

ჰორმონები არის ნივთიერებები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს მისი მრავალი ფუნქციის და ქმედების კოორდინაციასა და კონტროლში. ჰორმონები ჩართული არიან მეტაბოლიზმის, ზრდის, რეპროდუქციის, განწყობის ჩამოყალიბების, წონის კონტროლის და სხვა პროცესებში.

ენდოკრინოლოგის კომპეტენციაში შედის:

▫️ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

▫️დიაბეტი

▫️უშვილობა

▫️ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

▫️ოსტეოპოროზი

▫️თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

▫️ჰიპოფიზის დაავადებები


როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია?

რა უპირატესობები აქვს ონლაინ კონსულტაციას?