როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია?
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ენდოკრინულ სისტემაში შესაძლო დარღვევების არსებობაზე და საჭიროებს ენდოკრინოლოგის მიერ შეფასებას, არის:
? გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდში
? ხასიათის ცვლილება: მომატებული გაღიზიანებადობა, ემოციური არამდგრადობა
? მენსტრუალური ციკლის დარღვევები
? უშვილობა
? სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
? გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან
? ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე
? თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა
? გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია
? არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი ციფრები ან დაბალი ციფრები
? მადის ცვლილება: მომატება ან დაქვეითება
? კუნთოვანი სისუსტე
? ძვლების ხშირი მოტეხილობები
? ზრდის შეფერხება ბავშვებში
? ენდოკრინული დაავადების ოჯახური ანამნეზი
ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე დარღვევის არსებობა მიანიშნებს ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საჭიროებას.