როგორ უნდა მოემზადოთ ონლაინ კონსულტაციისთვის?

ონლაინ კონსულტაციის ეფექტურობის გაზრდისა და დროის დაზოგვის მიზნით თქვენ შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ პასუხები რამდენიმე სტანდარტულ შეკითხვაზე:

▫️რა არის თქვენი ჩივილები

▫️როგორია სამედიცინო პრობლემის აღმოცენების დრო, ხანგრძლივობა, ლოკალიზაცია და ხასიათი

▫️ჩატარებულია თუ არა აქამდე რაიმე სახის მკურნალობა და იყო თუ არა ის ეფექტური

▫️ჩატარებულია თუ არა წარსულში რაიმე სახის ლაბორატორიული თუ სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევა და როგორი იყო მათი შედეგები

▫️იყო თუ არა წარსულში ჩატარებული რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა

▫️იღებთ თუ არა მიმდინარე პერიოდში რაიმე პრეპარატს და რომელია ისინი

✔️ასევე სასურველია წინასწარ იცოდეთ, როგორია თქვენი სიმაღლე და წონა

✔️თუ გაქვთ შესაძლებლობა, სასურველია წინასწარ გაიზომოთ არტერიული წნევა და დაითვალოთ პულსის სიხშირე.


რა ღირს ონლაინ კონსულტაცია

კონსულტაციის მიღების ინსტრუქცია