რა უპირატესობები აქვს ონლაინ კონსულტაციას?
მათთვის, ვისაც ქაოსური და დატვირთული დღის რეჟიმი აქვს და ოჯახსა თუ სამსახურში გასაკეთებელი საქმის ნუსხა უსასრულოდ გრძელია, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
დროის უქონლობის მიზეზით დიდია რისკი იგნორირება მოხდეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების და ამან მომავალში მათი კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვიოს.
რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევებში ექიმთან პირისპირ ვიზიტი გადამწყვეტია და დისტანციურად შეუძლებელია სათანადო კონსულტაციის გაწევა, თუმცა ენდოკრინოლოგიაში არის მთელი რიგი მდგომარეობებისა, როდესაც ონლაინ კონსულტაცია ისეთივე ეფექტურია, როგორ პირისპირ – კაბინეტში.
ონლაინ კონსულტაციის უპირატესობები:
▫️ზოგავთ დროს, რომელიც იხარჯება გზაში და კონსულტაციის რიგში
▫️ზოგავთ ტრანსპორტირების ხარჯებს
▫️ამცირებთ სოციალური კონტაქტის სიხშირეს და კლინიკაში სხვისგან დაინფიცირების რისკებს
▫️არ ხართ დამოკიდებული გეოგრაფიულ საზღვრებზე