როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია?
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ენდოკრინულ სისტემაში შესაძლო დარღვევების არსებობაზე და საჭიროებს ენდოკრინოლოგის მიერ შეფასებას, არის:
🟨 გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდში
🟨 ხასიათის ცვლილება: მომატებული გაღიზიანებადობა, ემოციური არამდგრადობა
🟨 მენსტრუალური ციკლის დარღვევები
🟨 უშვილობა
🟨 სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
🟨 გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან
🟨 ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე
🟨 თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა
🟨 გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია
🟨 არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი ციფრები ან დაბალი ციფრები
🟨 მადის ცვლილება: მომატება ან დაქვეითება
🟨 კუნთოვანი სისუსტე
🟨 ძვლების ხშირი მოტეხილობები
🟨 ზრდის შეფერხება ბავშვებში
🟨 ენდოკრინული დაავადების ოჯახური ანამნეზი
ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე დარღვევის არსებობა მიანიშნებს ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საჭიროებას.